შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ გადადგომის შესახებ განაცხადა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ პოსტში დაწერა.

ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა.

“ვითხოვ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას” – წერს კრისტერსონი პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 სექტემბრის არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტულმა ოპოზიციამ მმართველი ბლოკი მცირე უპირატესობით დაამარცხა.

Back to top button