არჩილ გორდულაძე: გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“, იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ან საერთოდ არ გააშუქეს, ან ბოლო ამბად, ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ლევან მაჭავარიანის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება და სრულად იზიარებს მის პოზიციას.

ამასთან, გორდულაძე ამბობს, რომ „არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად“.

„აბსოლუტურად ვიზიარებ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი ლევან მაჭავარიანის ამ მოსაზრებას და დავამატებდი ერთ რამეს – არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად. საქმე ის არის, რომ გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ, დაუფარავ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის წარმატების მიმართ და ადასტურებს უტყუარად, რომ შეასრულებენ ყველანაირ ანტიქართულ დავალებას, რასაც პატრონები უბრძანებენ“, – წერს არჩილ გორდულაძე.

Back to top button