კასპის სოფელ ხიდისყურში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრისა და გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში, აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხიდისყურში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრისა და გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საყრდენი კედლის ფუნდამენტი, სადრენაჟე სისტემა, გაბიონის საყრდენი კედელი, რკინა-ბეტონის ღარი და ფოლადის ბაგირი.

პროექტი სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 389 999 ლარს შეადგენს.

Back to top button