10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცის, რა სურს;
  • როგორ გავმიჯნოთ შვილის სურვილები და მშობლის მოლოდინები;
  • როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და პროფესიებს და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება;
  • როგორ დავეხმაროთ შვილს პროფესიის რეალურ გაცნობასა და სწორი სასწავლო გზის არჩევაში.

შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები კი იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.

შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

Back to top button