დღეს მხატვართა ჯგუფური გამოფენის ,,გაზაფხული 2022-ის” მეორე ეტაპი გაიხსნება

დღეს, თანამედროვე მხატვართა ჯგუფური ტრადიციული გამოფენის ,,გაზაფხული 2022-ის” მეორე ეტაპი გაიხსნება.

ღონისძიება, რომელიც რუსტაველის გამზირზე, ელენე იანქოშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება, “მხატვართა ლიგა – საქართველოს” მიერაა ორგანიზებული.

როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, გამოფენასი მონაწილეობას 100-ზე მეტი მხატვარი მიიღებს და მსგავსი ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

,,გაზაფხული 2022-ის” მეორე ეტაპი დღეს 17:00 საათზე გაიხსნება.

Back to top button