ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში “მქარგველთა და ხელმარჯვეთა ასოციაციამ” გამოფენა გამართა

თბილისში, ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში “საქართველოს მქარგველთა და ხელმარჯვეთა” ასოციაციის ორგანიზებით გამოფენა გაიმართა.

გამოფენაში 30-მდე ხელოვანი მონაწილეობდა.

ასოციაციის დირექტორის, სოფო ჩხიკვაძის განცხადებით, გამოფენა ტრადიციულია, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ის ონლაინ-ფორმატში იმართებოდა.

წელს კი, გამოფენა ასოციაციის 5 წლისთავზე ჩვეულებრივ რეჟიმში გაიმართა.

სოფო ჩხიკვაძის განცხადებითვე, სამომავლოდ, ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში უკრაინელი ხელოვანებიც მიიღებენ მონაწილეობას.

Back to top button