
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი და მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში, ლევან შერაზადიშვილი გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ასევე კახაბერის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ქალაქ ონში საზოგადოებრივი სივრცეების – ბულვარის რეაბილიტაციის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ იერი” ასრულებს.
1. ქ.ონში საზოგადოებრივი სივრცეების – ბულვარის რეაბილიტაცია.
ღირებულება შეადგენს 664 624 ლარს.
დაფინანსების წყარო – 95 % სახელმწიფო, 5% ადგილობრივი ბიუჯეტი
შემსრულებელი შპს “იერი”
2. კახაბერის ქუჩის რეაბილიტაცია
ღირებულება შეადგენს 442 412 ლარს.
დაფინანსების წყარო – 95 % სახელმწიფო, 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.
შემსრულებელი შპს “იერი”.