კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე: მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია – აი, ეს არის სიმართლე!

ისევ ეკონომიკაზე: NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30%-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად – ამ განცხადებით პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ენ დი აი-ს კვლევას ეხმიენება.

“ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დასაქმებულებად.

ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია – აი, ეს არის სიმართლე!

პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება!”- აცხადებს ოქრიაშვილი.

Back to top button