დავით კაჭარავა: უცნაური არაფერია იმაში, რომ სააკაშვილისთვის ლობისტური კომპანიების დაქირავებას აგრძელებენ – არავინ იცის, შემდეგ ჯერზე რას იტყვის სააკაშვილი და მის დასახსნელად შრომა გააათმაგეს

უცნაური არაფერი არაა იმაში, რომ ლობისტური კომპანიების დაქირავებას აგრძელებენ. უფრო და უფრო აძლიერებენ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის კამპანიას, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა გიული ალასანიას მიერ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზე გაძლიერებული ზეწოლის მიზეზი ისაა, რომ „სააკაშვილის პატრონები პანიკაში არიან, რადგან არ იციან, შემდეგ ჯერზე რას იტყვის სააკაშვილი“.

„ამ საქმის ირგვლივ ძალიან დიდი ძალები არიან გაერთიანებულები. ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა ჩანერგილი აგენტების დაგეგმილი იყო და ამის შემდეგ, მის მომხრეებს შორის პანიკა და უკვე გააძლიერეს ზეწოლა, რადგან მათ არ იციან, შემდეგ ჯერზე რას იტყვის სააკაშვილი. შრომა გააათმაგეს, რათა როგორმე, საპყრობილიდან დაიხსნან“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

Back to top button