ლანჩხუთის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის პედაგოგს მუნიციპალიტეტის მერმა დამსახურებული პედაგოგის წოდება მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს დალი კვერენჩხილაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

“ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგს, ვულოცავ საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭებას. მადლობას ვუხდი იმ გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის, რასაც 44 წლის განმავლობაში ეწევა. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ დალის!” – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

საპატიო ჯილდოს მინიჭება დამსახურებულ პედაგოგს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნინო ჩიტაძემ მიულოცეს.

Back to top button