
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში ჩაატარეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით პრობლემები დაასახელეს და რიგითობით პრიორიტეტებიც შეარჩიეს.
სოფელი ზემო ჩოჩეთი:
– გარეგანათების სისტემის მოწყობა.
სოფელი გარიყულა:
– არსებული ბეტონის გზიდან მოხრეშვის სამუშაოების ჩატარება.
სოფელი ერთაწმინდა:
– სოფელში გარეგანათების სისტემის მოწყობის დასრულება.
სოფელი თეძმისხევი:
– ბავშვთა გასართობი ცენტრის მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა.
სოფელი ახალსოფელი:
– სანიაღვრე არხის სამუშაოების დასრულება;
– სასაფლაოს გზის მცირე მონაკვეთის მოხრეშვა.
სოფელი ჭყოპიანი:
– არსებული ტბის ამოწმენდა და სარწყავად გამოყენება.
მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.