მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო პროექტი – ,,შეეხე ისტორიას ხელებით”, გრძელდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოსწავლეებისთვის აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს ,,შეეხე ისტორიას ხელებით”.

დღევანდელი შეხვედრის თემას “დასვენება და გართობა ძველ რომში” წარმოადგენდა.

გონიოს ციხის ტერიტორიაზე აღნიშნულ თამაზე ამჯერად ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-5 გ კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. (კლასის ხელმძღვანელი მარიამ სისაური)

პრეზენტაცია აერთიანებდა პოპულარული და მასშტაბური რომაული თამაშობების განხილვას და მათი საინტერესო მხარეების წარმოჩენას.

გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.

Back to top button