ონში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას– ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ონის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც შუერთდა.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო .

დასუფთავების მსოფლიო დღეს მთელი საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები გაიმართება.

ცნობისთვის, საერთაშორისო კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. დღეს, მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.

დასუფთავების აქციები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება.

Back to top button