აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, წალკაში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ ეკომიგრანტების პრობლემებს და ისაუბრეს მათი მოგვარების გზებზე.