პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მარეხი ქათამაძესთან ერთად ნიკო ნიკოლაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„დღეს ნიკო ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლებს ვესტუმრეთ. ვესაუბრეთ ჩვენს გეგმებზე და იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალი 4 წლის განმავლობაში.
მოსახლეობა დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ საკითხებს რაც ჩვენი მუნიციპალიტეტში განხოციელდა. ჩემი მიზანია გავაგრძელო იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის პრიორიტეტია“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.