
„ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
მისი განცხადებით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %.
„პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას”, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
| ქართული ოცნება | 49,2% |
| ნაციონალური მოძრაობა | 29,8% |
| საქართველოსთვის | 4,1% |
| გირჩი – მეტი თავისუფლება | 2,8% |
| ლელო | 2,1% |
| პატრიოტთა ალიანსი | 1,9% |
| მესამე ძალა | 1,2% |
| მოქალაქეები | 1,2% |
| ლეიბორისტული პარტია | 1,1% |
| ევროპული საქართველო | 1,1% |
| გირჩი | 0,6% |
| სხვა პარტიები | 4,9% |
რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების” შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.
შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
| ქართული ოცნება | 24 |
| ნაციონალური მოძრაობა | 10 |
| საქართველოსთვის | 1 |
წარმოგიდგენთ ბათუმის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას”, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
| არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) | 54.1% |
| გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) | 30.6% |
| ირაკლი მიქელაძე (საქართველოსთვის) | 4.6% |
| გიორგი ფუტკარაძე (გირჩი – მეტი თავისუფლება) | 2.1% |
| ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი) | 1.9% |
| კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) | 1.2% |
| სხვა კანდიდატები | 5.5% |
როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს.
რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.
არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას“ – განაცხადა პაპუაშვილმა.