მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო კამპანიის დასასრულს მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც სიტყვით გამოსვლისასსაზოგადოებას და „ქართული ოცნების” გუნდის წევრებს წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვითასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა ბექა ოდიშარიამ, ლადო კახაძემ, ირაკლი ზარქუამ და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ. კამპანიის დახურვის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ნიკო კახეთელიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდნენ.
ზურაბ აბაშიძე: „დღეს ვასრულებთწინასაარჩევნო კამპანიას. მინდა, მთაწმინდის მოსახლეობას და ჩემს გუნდს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და, გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, წინასაარჩევნო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობისთვის. მოქალაქეებთანკომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. გპირდებით, რომ ვიდგები თქვენთან ერთად და ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს.
წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან იმხელა თანადგომა ვიგრძენი, ამანკიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა,ყოველდღიურად ვიზრუნო თითოეული ადამიანის, მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. მინდა, თითოეულ მთაწმინდელს ვუთხრა, ჩვენი რაიონი, რომელიც განსაკუთრებულია თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, არის და იქნებათბილისის გამორჩეული ადგილი, კიდევ უფრო მეტი განახლებული შენობით, რეაბილიტირებული ქუჩებით, სიმწვანითა და დასასვენებელი სივრცეებით.
დარწმუნებული ვარ, არჩევნებში კახა კალაძის გუნდი უპირობოდ გაიმარჯვებს და ახალიენერგიით გავაგრძელებთ თბილისის უბნებში მეტი სიცოცხლის შეტანას.“
როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს კახა კალაძის გუნდის საარჩევნო პროგრამას, იმ კონკრეტულ ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი თქმით, სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის უმთავრესი რამ, რაც გამოარჩევს „ქართული ოცნების” გუნდს ოპონენტებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პროგრამასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე თითქმის არ საუბრობენ.
შეხვედრის ბოლოს ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენკიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, 2 ოქტომბერს თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გააკეთოს არჩევანი ქალაქის განვითარებისთვის, წინსვლისა და აღმშენებლობისთვის.