წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა „ქართული ოცნების” ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახაბერ ლაბუჩიძემ.
დეპუტატობის კანდიდატმა კამპანიის ფარგლებში 100-ზე მეტი შეხვედრა გამართა და მოქალაქეებს პირადი და გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო.
“წინასაარჩევნოდ 100-ზე მეტი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან, უამრავ თემას შევეხეთ, როგორც პირად პრობლემებს, ისე იმ მნიშვნელოვან თემებს, რომელიც მათ უბანს შეეხება. ვფიქრობ 2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ თვითმმართველობის არჩევნებში. ამის თქმის საშუალებას მოსახლეობის კეთილგანწყობა მაძლევს, რასაც შეხვედრების დროს ვგრძნობ” – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.