მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ეს ნამდვილად ვიცი – ამის შესახებ განცხადება პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კლოუნია.
“ის რომ კლოუნია მე ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ და ასე შემდეგ…
მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, მის მიერ გავრცელებული ვიდეო არ არის ბათუმში გადაღებული.
რაც შეეხება თავად ვიდეოს, აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და პასუხს ძალიან მარტივად გაგცემენ” – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ამტკიცებს, რომ ის საქართველოშია, თუმცა ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.