
,,ამ ტრაგედიამ მართლაც გააერთიანა ჩვენი ქალაქი. ეს არის უპრეცედენტო სოლიდარობის მაგალითი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყო სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობაში , პირველ რიგში მაშველებს , მათი გმირული, თავდაუზოგავი შრომისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს და პირადად მინისტრს, ასევე, პრემიერ-მინისტრს.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რიგითი ბათუმელების, ბათუმის ტკივილი და ამ ქალაქს, მართლაც ღირსეულად უჭირავს თავი ამ დიდი ტრაგედიის, დიდი ტკივილის ფონზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აამაღლებს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას ,
მადლობა ყველა მედიის წარმომადგენელს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში აქ, ადგილზე აკვირდებოდა და იღებდა მონაწილეობას ამ სამაშველო ოპერაციაში”- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.