ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში და-ძმის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

newshub.ge

Back to top button