დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა.

არსებული ცნობით, შუა ხნის კაცმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

newshub.ge-ის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

newshub.ge

Back to top button